საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საგრანტო პროექტის სახელწოდება:

Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH. 618766-EPP-1-2020-1-EE-EPPKA2-CBHE-JP

ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უსდ-ებში (DITECH). 618766-EPP-1-2020-1-EE-EPPKA2-CBHE-JP

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: 36 თვე (3 წელი)

საგრანტო პროექტის მოკლე აღწერა:

პროექტის ფართო მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უსდ-ებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვითარებისა და დანერგვის გზით. პროექტი მიზნად ისახავს ახალი ინოვაციური პროგრამების შექმნასა და ტრენინგებს აკადმიური პერსონალის ციფრული კომპეტენციისა და უნარების გასაუმჯობესებლად, ცოდნის გადაცემის მეთოდების დივერსიფიკაციას , მათ შორის ონლაინ/შერეული სწავლების საშუალებით.

პროექტის კონკრეტული მიზნებია:

  • ახალი ონლაინ/შერეული კურსების შექმნა საქართველოს უსდ-ების საბაკალავრო და სამაგისგტრო პროგრამებისთვის;
  • საქართველოს უსდ-ების პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითრებისა და  ონლაინ ინსტრუქტორების მოსამზადებელი  კურსების/ტრენინგ მოდულების შემუშავება; ტრენინგების ჩატარება ონლაინ და/ან შერეული ფორმით;
  • საქართველოს უსდ-ებისთვის საერთო პლატფორმის შექმნა ონლაინ სწავლება-სწავლისთვის;
  • საუკეთესო პრაქტიკის დისემინაცია ინსტიტუციურ და ეროვნულ დონეზე ონლაინ პლატფორმის, მოქმედი მასწავლებლების ტრენინგებისა და ეროვნული კონფერენციის საშუალებით.

ძირითად სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მომავალი/მოქმედი მასწავლებლები. პროექტის მონაწილე საქართველოს უნივერსიტეტებისთვის უმნიშვნელოვანესია ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება-სწავლის და ინოვაციური სტრატეგიების განვითარება და დანერგვა  უმაღლესი განათლების ინსტიტუციური განვითარებისთვის, ციფრულ გარემოში სწავლა-სწავლებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად.

უნივერსიტეტის როლი და ფუნქცია პროექტში:

თსუ, როგორც ქართული მხარის წამყვანი პარტნიორი, განახორციელებს ყველა ტიპის აქტივობებს პროექტის ყველა ეტაპზე, მათ შორის მის მომზადებაში, განვითარებაში, ხარისხის უზრუნველყოფაში, მენეჯმენტში და შედეგების დისემინაციაში.

საგრანტო პროექტის მონაწილე უნივერსიტეტები:

  1. ტალინის უნივერსიტეტი  (ესტონეთი). კოორდინატორი: პროფ. სირიე ვირკუსი, ციფრული ტექნოლოგიების სკოლის საინფორმაციო მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელი.
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსორციუმის წამყვანი პარტნიორი. კოორდინატორი  თსუ-ს მხრიდან: ასოც. პროფ. იზაბელა პეტრიაშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტი
  3.  ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტი
  4. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. იაკობ გოგებაშვილის სხელობის თელვის სახელმ წიფო უნიუვერსიტეტი
  6.  სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი
  7. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8.  აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  9. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
  10.  კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიტვა)
  11. კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია)

 

  1. Tallinn University  (TU) – Applicant. Coordinator: Prof. Sirje Virkus, Professor of Information Science, Head of the Study Area of Information Sciences, School of Digital Technologies, Tallinn University. sirje.virkus@tlu.ee
  2. Ivane Javakhishvili Tbilisi State University (TSU), the leading GE partner in the consortium
  3. Ilia State University (ISU)
  4. Samtskhe-Javakheti State University (SJSU)
  5. Iakob Gogebashvili Telavi State University
  6. Sokhumi State University
  7. Batumi Shota Rustaveli State University
  8. Akaki Tsereteli State University
  9. National Center for Teacher Professional Development (NCTPD)
  10. Kaunas University of Technology (KTU) – Lietuva
  11. University College Cork (UCC)